01:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 09:21:36, 607 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა დაბა ბაკურიანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაბა ბაკურიანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული და დაბა ბაკურიანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ერთად, ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილი დაბა ბაკურიანის მეხანძრე-მაშველებსაც შეხვდა და წარმატებები უსურვა.

დაბა ბაკურიანში მეხანძრე-მაშველებს წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში უწევდათ მუშაობა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად, ახალი შენობა ააშენა, რომელიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი.

დაბა ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 16 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

შს სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2015 წლიდან დღემდე განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 12 შენობა და აშენდა 1 ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე 3 ახალი შენობის აშენება და 4 ძველი ნაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics