|
2016-07-28 23:35:54, 807 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016"-ის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული, სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტმა ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „მიმდინარე წელი აღსავსეა უამრავი ცვლილებებით, უამრავი გამოწვევებით, სწორედ ამ თემაზე იყო საუბარი შეხვედრისას. დიპლომატებმა შეხვედრისას აქტუალური მიმართულებები განიხილეს, რომელიც უნდა გააძლიეროს ჩვენმა დიპლომატიამ. იყო ძალიან ღია დისკუსია და საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რა მიმართულებებითაც უნდა გადაიდგას უფრო აქტიური ნაბიჯები და გარკვეულწილად შეჯამდა ბოლო 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)