01:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 23:19:27, 594 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რიო დე ჟანეიროში მომავალ კვირას გაემგზავრება და ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად გაემგზავრება  და მისი ვიზიტი, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრებასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებსაც ითვალისწინებს.

„ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ რეგიონში. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა იმ საკითხში, რასაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის არაღიარების მიმართულება ჰქვია.

საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ოლიმპიური თამაშები ეს არის ის უნიკალური ფორმატი, სადაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური იყრის თავს, მათ შორის, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც არ გვაქვს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა.

აქედან გამომდინარე, ეს იქნება უაღრესად დატვირთული ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ცერემონიულ ნაწილს - ოლიმპიური თამაშების გახსნას, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას  ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არაღიარების პოლიტიკაში მეტი მხარდაჭერის მოპოვება გვსურს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics