|
2016-07-28 18:33:17, 980 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან
”რესპუბლიკელი” მინისტრები ასრულებენ იმ პირობას, რაც მათ საჯაროდ დადეს, რომ ვიზიტების დასრულების შემდეგ თანამდებობებს დატოვებდნენ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ „რესპუბლიკელი” მინისტრები დღეს მთავრობის სხდომაზე არ იმყოფებოდნენ. „დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ბოლო ვიზიტებს დაამთავრებენ და შემდეგ აღარ იქნებიიან მინისტრები თინა ხიდაშელს ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-ში, პაატა ზაქარეიშვილს გერმანიაში. ორივე ჩამოვიდა. ბუნებრივია, არც ერთი დღეს არ ყოფილა მთავრობის სხდომაზე. ისინი ასრულებენ იმ პირობას, რაც ჩვენ რესპუბლიკურმა პარტიამ და თავად მინისტრებმა საზოგადოებას მივეცით. ისინი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართული. არის რამდენიმე დღიანი პროცედურა, რომელიც არის გასავლელი, დასამთავრებელი. ისინი მინისტრები არ არიან“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)