|
2015-03-06 13:00:04, 901 ნახვა
სამართალი
ქორიძე შეწყალების აქტით გათავისუფლებულ პატიმრებს მოუწოდებს, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საპრეზიდენტო პროგრამაში ჩაერთონ
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე შეწყალების აქტით გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს მოუწოდებს, შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საპრეზიდენტო პროგრამაში ჩაერთონ. "მინდა მოვუწოდო ყველა იმ მსჯავრდებულს რომელიც დღეს გათავისუფლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შეწყალების აქტით, რომ აუცილებლად ჩაერთონ შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საპრეზიდენტო პროგრამაში, რაც მნიშვნელოვანია. ეს პროგრამა მესამე თვეა ხორციელდება საქართველოში. ბევრი შეწყალებული მსჯავრდებული უკვე ჩართულია და იმედი მაქვს, დღეს გათავისუფლებული 130 მსჯავრდებულიც შეუერთდება ამ პროგრამას და მიიღებს პრეზიდენტისგან ამ სერვისს",-განაცხადა ზვიად ქორიძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დღეს შეწყალების ორ აქტს მოაწერა ხელი. ერთი აქტით, შეწყალებული იქნა 188 მსჯავრდებული. სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სრულად გათავისუფლდება 130 მსჯავრდებული. ისინი დღეს დატოვებენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს. 58 მსჯავრდებულს კი, აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)