19:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 14:00:35, 765 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: რაც უფრო მეტი რუსი დეპუტატი ჩამოვა საქართველოში - მით უკეთესი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე საქართველოში ორი რუსი დუმის დეპუტატის იგორ მოროზოვისა და ვლადიმერ სიმაგინის ვიზიტს ეხმხაურება.

როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს" განუცხადა, მსგავსი ვიზიტები პატარა შანსს აჩენს, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

„რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტი დადებითი ფაქტია, ვინაიდან თუ ეს დიდი სიკეთეს არ მოგვიტანს, არც არაფერს გვავნებს. რაც მეტი რუსი გავლენიანი პიროვნება იქნება ჩვენდამი დადებითად განწყობილი, ეს დაგვეხმარება სამომავლოდ მიზერული შანსი მაინც დაგვრჩეს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რუსეთის ბაზარზე შესასვლელად და ა.შ. ზოგადად, დიდ მტერთან კონტაქტები ყოველთვის უნდა შეინარჩუნო. რასაკვირველია, ევრაზიის კავშირში შესვლა გადამეტებული იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მაგალითად, იაპონიას რუსეთმა ჩვენზე უარესი დღე დააყენა, მაგრამ ამ ორ ქვეყანას დღემდე აქვთ საქმიანი ურთიერთობა“, - აცხადებს ცინცაძე.

ექსპერტმა NDI-ის კვლევებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ნატო-ში შესვლის მსურველთა რაოდენობა სამიტიდან სამიტამდე იკლებს.

„NDI-ის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, სადაც ნატო-ში გაწევრიანებას მხარს 64% და ევროკავშირში შესვლას 72% უჭერს მხარს, აბსოლუტურად ლოგიკურია. მე მახსოვს, რომ ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 92%-იც კი ითხოვდა. თუმცა, ნატო-ში გაწევრიანების მსურველი ადამიანების რიცხვი სამიტიდან სამიტამდე იკლებს. ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს და ყოველ სამიტზე გვეუბნებიან, რომ კვლავ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. მაშინ, როდესაც საფრთხე არა მარტო ჩრდილოეთიდან გვემუქრება. მე ვგულისხმობ ისლამურ სამყაროს. კარგი იქნება თუ სხვა მხარესაც მოვტრიალებთ თავს“, - აცხადებს ცინცაძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics