|
2016-07-28 13:35:37, 1408 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ ვერცერთი მოსამართლის განცხადება, სად და ვის მიერ ხორციელდება ე.წ. ზეწოლები
„ჩვენ ჯერჯერობით ვერცერთი მოსამართლის განცხადება ვერ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის, სად და ვის მიერ ხორციელდება ე.წ. ზეწოლები“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანი მიესალმება იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებმა შესაბამისი ზომები მიიღეს იმისთვის, რომ პროკურატურასთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ. „მიხარია და მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებმა მიიღეს შესაბამისი ზომები, მათ გაუჩნდათ დროც, იმისთვის, რომ პროკურატურასთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ, საგამოძიებო ორგანოებს მისცენ საშაულება, მიიღონ ინფორმაცია, რომელზეც სავარაუდო ზეწოლის სახით საუბრობს ბატონი გიორგი პაპუაშვილი. დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ჯერჯერობით ვერც ერთი მოსამართლის განცხადება, თუ რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ დარა მიზნით ხორციელდება ე.წ. ზეწოლები“,-განაცხადა წულუკიანმა. წულუკიანის თქმით, პაპუშვილი არის „ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი“, ვინც უნდა ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელზეც საჯარო განცხადებებს აკეთებს. „დიდი იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშილიც, მისი კოლეგების მსგავსად, საგამოძიებო ორგანოში მივა. რადგან როგორც ჩანს ის არის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი, ვინც უნდა ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელზეც საჯარო განცხადებებს აკეთებს“,-დასძინა წულუკიანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)