|
2016-07-28 12:48:56, 736 ნახვა
პოლიტიკა
ჯეჯელავა: გუშინდელ შეკრებას არანაირი კავშირი სამთავრობო ცვლილებებთან არ ჰქონია
„გუშინდელ შეკრებას და არცერთ შეხვედარს ჩემი მონაწილეობით, არანაირი კავშირი სამთავრობო ცვლილებებთან არ ჰქონია“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სამუსაო შეხვედრა ძალიან მრავალფეროვანი იყო. „გუშინდელ შეკრებას და არცერთ შეხვედარს ჩემი მონაწილეობით არანაირი კავშირი სამთავრობო ცვლილებებთან არ ჰქონია, სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა ჩემი მონაწილეობით და შესაბამისად ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. მიმდინარე სამუშაო შეხვედრა იყო, ძალიან მრავალფეროვანი. ჩემს შემთხვევაში საკითხები ჩემს სისტემას ეხებოდა, სხვის შემთხვევაში, მის სისტემას. ანუ როგორც გაშუქდა რომ სპეციალური შეკრება, ასე არ ყოფილა. პირადად მე კვირაში ორჯერ საღამო ხანს პრემიერთან კონსულტაციის მიზნით სხვადასხვა საკითხებზე მიწევს აქ მოსვლა და უბრალოდ ამ შემთხვევაში მგონია, რომ დაემთხვა და ამიტომ დატოვა ასეთი შთაბეჭდილება“,-განაცხადა ჯეჯელავამ. ცნობისთვის, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრების პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრები იმყოფებოდნენ. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)