01:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 11:41:48, 781 ნახვა

საზოგადოება
გრაკლიანის აღმოჩენის ექო

გრაკლიანი სამეცნიერო და ისტორიით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. იქ აღმოჩენილი წარწერა ამერიკელი ექსპერტების მიერ ძვ.წ.აღ. მე-11-მე-10 საუკუნით დათარიღდა. ჯერ კიდევ 5 წლის წინ, ქართული ანბანის შესაქმე, იგივე პერიოდით პროფესორმა ალიკო ცინცაძემ დაათარიღა. მან ბიბლიის დაშიფვრის ერთ-ერთ მეთოდს - ჰემატრიას მიაკვლია ძველ ქართულში და ქართული ანბანის შექმნის ქვედა ზღვარიც სწორეს მასზე დაყრდნობით შეაფასა. იქამდე ყველაზე თამამი პროგნოზი, ქართული ანბანის შესაქმეს თაობაზე, ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნოდა - კავახიშვილმა იგი ძვ.წ,აღ. მე-7 საუკუნით დაათარიღა.

ალიკო ცინცაძე თვლის, რომ ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნა გრაკლიანის წარწერის სიძველის თაობაზე მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ჰემატრიის მეშვეობით ეს შედეგი მას მათემატიკურად უკვე დადგენილი ჰქონდა. თანაც ბატონ ალეკოს მიაჩნია, რომ ეს თარიღი მხოლოდ ქვედა ზღვარია.

ქართული ანბანის ზუსტი დათარიღება მეცნიერმა ბიბლიის დაშიფვრის ერთ-ერთი მეთოდის - ჰემატრიის გამოყენებით მოახერხა.

ამ მეთოდმა ტოპონიმ გრაკალთან დაკავშირებით ქურუმთა სიმბოლო რიცხვი და მზის გადახრის კუთხე დააფიქსირა. ერთსაც და მეორესაც უდიდესი დატვირთვა აქვს ქართულ ჰემატრიაში. ისედაც, მზე არიელებისთვის ღმერთი იყო, ხოლო იქ მიკვლეული ტაძარი ტაძარი რომ ქრისტემდელ ქურუმთა სამლოცველოა, ეს ფაქტია. ეს არტრეფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ჰემატრიის რეალურობას. ეტყობა ეს ტოპონიმიც ჰემატრიულადაა შექმნილი. რაც უკვე ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართული ერთიანი ანბანური სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია. სწორედ ამაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ იგი მიკვლეული იქნება. თუმცა ამ ჰემატრიულმა ანალიზმაც ისე ცხადად აჩვენა მისი არსებობა, რომ სხვა ვარიანტი არც რჩება. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა ეწეროს სამსხვერპლოზე, როგორიც არ უნდა იყოს გრაფიკა, ამ დროს ქართულ ანბანურ სისტემას დასრულებული სახე აქვს. აი, დასკვნა, რომელსაც ვერცერთი საექტსპერტო პიურო ვერ მოგცემთ, თუ ქართულ ჰემატრიას არ გამოიყენებს.“ - აცხადებს ალიკო ცინცაძე.

ამერიკელ ექსპერტთა დასკვნამ არა მხოლოდ ანბანის საკითხი, არამედ ისიც დაადასტურა, რომ მეთოდი ჰემატრია მართლაც ქმედითუნარიანია. ქართულში ჰემატრიის არსებობით კი ძველ ქართულს ბიბლიის დამწერი ხალხის ნიშანი აღმოაჩნდა. ამით დასტურდება ნიკო მარის მოსაზრება, რომელიც ვარაუდობდა, რომ ქართველები ბიბლიის პირველ თავებს წერდნენ.

ალიკო ცინცაძის განცხადებით, გრაკლიანზე აღმოჩენილ ანბანის გრაფიკა იმდენად მნიშვნელობანი არ არის, რამდენადაც ის, რომ ამ პერიოდში იბერიულ სივრცეში ანბანური წერის კულტურა ფიქსირდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics