13:56 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 10:40:27, 830 ნახვა

საზოგადოება
წულუკიანი: მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ კანონი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება

„მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ კანონით ნათქვამი იქნა, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი წლის განმავლობაში გრძელდება“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ამ პროგრამით ყველამ უნდა ისარგებლოს და დაარეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ იფორმებდა.

„მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ კანონით იქნა ნათქვამი, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფასოდ მოქალაქეებმა ისარგებლონ ამ სერვისით. იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება. ასევე მოგვარდება ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ, რასაც ჰქვია უზუსტო ნახაზი, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის. ერთი წლის განმავლობაში ამ პროგრამით ყველამ უნდა ისარგებლოს და დაარეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ იფორმებდა", - აღნიშნა წულუკიანმა.

ამასთან, პრემიერმა კვირიკაშვილმა თეა წულუკიანს  სთხოვა, შეიქმნას რაიმე მექანიზმები, რომლითაც გამორიცხული იქნება ყველანაირი რისკი და არ დარჩება იმის შესაძლებლობა, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს კანონი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics