13:57 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 10:16:07, 674 ნახვა

საზოგადოება
ყოფილ პატიმართა მონაწილეობით, მეჯვრისხევში ამხანაგური მატჩი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ყოფილ პატიმართა მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ადგილობრივი ბენეფიციარები საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებლებს მინი ფეხბურთში დაუპირისპირდნენ.

მატჩის მხარდამჭერმა კომპანიამ „პსპ“ ყველა მონაწილისთვის მედიკამენტების შესაძენად საჭირო 50-ლარიანი 20 ვაუჩერი გამოყო; ასევე, უზრუნველყო მატჩის მიმდინარეობისას საჭირო პირველადი სამედიცინო დახმარების პრეპარატებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია „პსპ“ აქტიურად თანამშრომლობს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის მხარდამჭერია. ამხანაგური თამაშის მხარდამჭერი იყო კომპანია - „აქვა გეო-სნო“.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას", რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics