|
2016-07-28 09:48:06, 762 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს
„ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება, რომლითაც 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ეს ძალიან წარმატებული სტატისტიკაა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, C ჰეპატიტის პროგრამა გრძელდება და უფრო ფართოვდება. „დღევანდელი დღე, 28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰეპატიტის დღედ გამოაცხადა. ქართველებს მართლა გვაქვს საამაყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცენდენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და არის ძალიან წარმატებული სტატისტიკა. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება და უფრო ფართოვდება“,-განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს და მთელ გუნდს, ვინც ამ პროგრამაზე იმუშავა, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა. "მე გამოვხატავ არაერთი ადამიანის აზრს საქართველოში. მგონი ამ წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს", - დასძინა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)