|
2015-03-06 10:51:47, 958 ნახვა
სამართალი
თიანეთში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი აღმოაჩინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, მცხეთა–მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი აღმოაჩინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ასევე, ფარულად ტრანსპორტირენის მცდელობის შემთხვევაც. „კერძოდ, სოფელ მელიასხევის მცხოვრებს მის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის ძარაზე 15 კუბური მეტრი რცხილის ჯიშის ხე-ტყე ფარულად გადატანის მიზნით თივის ქვეშ ჰქონდა დამალული. ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილი იქნა შსს პოლიციის ხევსოფლის განყოფილებაში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)