|
2016-07-26 22:24:46, 1121 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის თავმჯდომარეს იე ძიან მინს შეხვდა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის თავმჯდომარეს იე ძიან მინს შეხვდა. შეხვედრა შანხაიში ჩინური კორპორაციის შტაბ–ბინაში გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმაისაუბრა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე და ყურადღება გაამახვილა ჩინური ინვესტორების დაინტერესების მნიშვნელოვან ზრდაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებით. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ჩინური კორპორაციის ინტერესებზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე ჩინეთში, რომელიც ყოველწლიურად მატულობს. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში, წლის განვლილ პერიოდში, ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო, შესაბამისად, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო ღირსეულად იქნას წარმოდგენილი შანხაის რეგიონის ღვინის ბაზარზე. ასევე ყურადღება გამახვილდაჩინეთთან მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. ითქვა, რომ დიალოგი ქვეყნებს შორის ამ საკითხზე წარმატებულად მიმდინარეობს და შეთანხმების გაფორმება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)