17:39 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 21:32:15, 971 ნახვა

სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2016“ დაიწყო

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2016“ დაიწყო.

ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნეს.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს სწავლება შარშანდელზე გაცილებით წარმატებული იქნება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კოლეგა უწყებების წარმომადგენლები უფრო აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება კოორდინაციის, გამოცდილებისა და იმ შედეგის გათვალისწინებით, რაც შარშანდელი სწავლებიდან ყველამ ერთად მივიღეთ. გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა როგორც უშიშროების, ასევე კრიზისების მართვის საბჭოსთან და დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი სწავლება გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2016-ის“ ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.

„დიდგორი 2016“ სამთავრობო უწყებათაშორის სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მიზანი სახელმწიფო ორგანიზაციებს, გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კორდინაციის გაღრმავებაა, მნიშვნელოვანია ასევე, სარდლობების დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობების დადგენა და მართვის ცენტრების მოქმედებების დახვეწა ოპერატიულ სარდლობის დონიდან ეროვნულ დონემდე.

სწავლების სცენარი ომის რეალურ მოვლენებთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის მიმართ მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განხორციელდება.

„დიდგორი 2016-ის“ სწავლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 700-მდე სამხედრო - ოფიცრები, სერჟანტები და კაპრალები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებაში ასევე ჩართულია ყველა სამთავრობო უწყების 80-მდე წარმომადგენელი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
ევროკომისია: ევროკავშირი აკვირდება სარჩელს, რომელიც საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება
კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics