|
2016-07-26 14:18:45, 1357 ნახვა
კომენტარი
ეკა სირაძე-დელონე: ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში, ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ ჟურნალისტებს განუცხადა. „თავს შევიკავებ წინასწარი დასკვნებისგან. ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ტერორისტული აქტი იყო, რადგან მსგავსი კვლიფიკაცია არ მიუღია. ვიცი, რომ ერთი მღვდელია გარდაცვლილი, მას ყელი გამოჭრეს. კიდევ ერთი ადამიანი არის დაშავებული. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით არ ვრცელდება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისინი ქალაქ რუენში ცხოვრობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში არცერთი მათგანი არ დაშავებულა“,-განაცხადა ეკატერინა სირაძე-დელონემ. ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში, შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთი მძევალი, რომელიც სასულიერო პირი იყო, მოკლეს. სამართალდამცველებმ ორივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)