16:33 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 22:01:06, 589 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 ივლისის სპეციალური ანონსი

26 ივლისს, 10:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატაშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლსა და ადგილზე მომუშავე ექსპედიციას მოინახულებენ.

26 ივლისს, 11:00 საათზე, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საპარალამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს.
მის.: ონიაშვილის #37
საკონტაქტო პირი: თუთა ჩხეიძე 514 00 84 48

26 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი პატარა ლილოს დასახლებასთან მისასვლელი გზის დასრულებულ პროექტს დაათვალიერებენ.
საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51 
მის.: ვარკეთილის დასახლების მხრიდან თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე პირველივე გადასახვევი მარჯვნივ

26 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ორგანიზაცია „ევროპა დონა -საქართველო“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ”ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის დაწყება”

26 ივლისს, 12:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში, 
პოლიტიკური პარტიების შემომწირველების შესახებ ორგანიზაციის ახალი ვებპორტალის პრეზენტაცია გაიმართება. 
მის.: აღმაშენებლის გამზირი #61.

26 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი რუმსში”, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგებს წარმოადგენს.

26 ივლისს, 12:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წიგნების შეგროვების აქცია მოეწყობა. 

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრებიან. 

26 ივლისს, 12:00 საათზე, ვაზიანის IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პროექტ ARMY CARD-თან დაკავშირებით ბიზნესმენებს შეხვდება. 
მედიასაშუალებების წარმომადგენლების მისვლის დრო 11:30 საათი. 
მის.: დაბა ვაზიანი, IV ქვეითი ბრიგადა.
საკონტაქტო პირი: მადლენა მაჭარაშვილი 591 07 61 71

26 ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში, „მწვანე ალტერნატივა“ მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს.
თემა: ”პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროგრამებში საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები”.
მის.: მაყაშვილის ქ. #32-34.

26 ივლისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics