01:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 15:05:21, 1686 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში მყოფი ქართველი: არ ვიცი როგორ აღვწერო ის შიში, რაც გუშინ განვიცადეთ

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფი ქართველი სტუდენტი ირინა კვანჭიანი მომხდარი ტერაქტის დეტალებს იხსენებს. ტერაქტის დროს ირინა კვანჭიანი ზუსტად იმ მეტროსადგურში იმყოფებოდა, სადაც პოლიციელები ეჭვმიტანილს ეძებდნენ.

როგორც სტუდენტი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პოლიციელებმა მეტროში მყოფი ადამიანები გარეთ გამოყარეს, რის შემდეგაც მათ თავი მაღაზიას შეაფარეს.

„ჩვენ სროლის ხმა არ გაგვიგია. იმ მომენტში მეტროში ვიყავით და ამ დროს შეშინებული ხალხი დავინახეთ. თავიდან ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მაგრამ მერე პოლიცია დაგვადგა იარაღით და მეტროდან გამოგყვარეს, რადგან ეჭვმიტანილს სწორედ ამ მეტროში ეძებდნენ.  ხელებაწეული გავედით. ამის შემდეგ მაღაზიას შევაფარეთ თავი, დაახლოებით ოც კაცამდე ვიყავით. ჩემთან ერთად კიდევ 3 ქართველი იყო. პოლიცია გარეთ არ გვიშვებდა. გარკვეული დროის შემდეგ გამოგვიშვეს, ქუჩაში სრული პანიკა სუფევდა. ცაში ვერტმფრენები დაფრინავდნენ.  ფეხით ვიარეთ მუზეუმამდე და იქ კიდევ ერთი ქართველი დაგხვდა. ერთმანეთის დახმარებით სახლამდე მშვიდობით მივაღწიეთ. მე როგორც ვიცი, გუშნდელი ინფორმაციით ტერაქტი სამმა ადამიანმა განახორციელა და დღეს გერმანელები ამბობენ, რომ ეს ყოველივე ერთმა ადამიანმა ჩაიდანა და 9 ადამიანი მან იმსხვერპლა და შემდეგ თავიც მოიკლა. არ ვიცი თუ როგორ აღვწერო ის შიში, რაც გუშინ განვიცადე. თავი სიზმარშ მგონია და ამიტომ გადავიტანე ეს ყოველივე“, -აცხადებს ირინა კვანჭიანი.

მიუნხენში მყოფი სტუდენტის ინფორმაციით, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics