|
2016-07-23 10:53:54, 1527 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც BBC მიუნჰენის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ქალაქის პოლიციის უფროსის ჰუბერთ ანდრეს განცხადებით, ახლაგაზრდას გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ის მიუნხენში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი ცხედარი სპეცოპერაციის დროს, ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იპოვეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მან თავი მოიკლა. თავდამსხმელის ქმედების მოტივები ამ დრომდე უცნობია. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნჰენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)