|
2015-03-05 17:04:49, 561 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: გედენიძის ინციდენტში მონაწილე მეორე პირს კანონის შესაბამისად ვერ დავსჯით
„ირაკლი გედენიძის ცემისას მეც ასე აღვიქვი, რომ მეორე პირი იჭერდა, მაგრამ მას კანონის შესაბამისად ვერ დავსჯით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ფოტორეპორტიორის ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის პირი, რომელიც გედენიძის ცემის ბრალდებით დააკავეს კანონის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს. „ეს ძალიან ცუდი ფაქტი იყო, როდესაც ვნახე შევშფოთდი. მოხდა გედენიძის ცემა, როცა ის თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. ის ადამიანი პოლიციის მიერ დაკავებული იქნა, ამაზე სასამართლო იმსჯელებს. ვფიქრობ ის სისხლის სამართლის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება მეორე პირს, მის მიმართ კანონით დასჯა არ გამოიკვეთა, ის თითქოს აშველებდა, მაგრამ თითქოს იჭერდა, გასაგებია ყველასათვის, მეც ასევე აღვიქვი, მაგრამ ამ ადამიანს კანონის შესაბამისად ვერ დავსჯით“, - განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ირაკლი გედენიძეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)