|
2016-07-21 11:21:03, 1140 ნახვა
რეგიონი
აჭარის განათლების სამინისტრო ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგს დააფინანსებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე განათლების სამინისტროში სტუმრობისას ბათუმელ მუსიკოსებს შეხვდა. აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან სამსახურის ინფორმაციით, პატარაძემ შეხვედრისას ინფორმაცია მიიღო ახალი პროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმში მალე ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგი დაფინანსდება. პროექტი განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნათია სირაბიძის ინიციატივით ხორციელდება. მათივე ცნობით, პროექტისთვის „კონცერტები ტურისტულ სეზონზე" სამი ბათუმური ბენდი შეირჩა, რომელთა წევრებს მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდა და ესაუბრა. პროექტი პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს, არა მხოლოდ კონცერტების ჩატარებას ტურისტულ სეზონზე, არამედ ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგის ხელშეწყობას. პროგრამას გაცილებით გრძელვადიანი ეფექტი ექნება და დაეხმარება ბენდებს მიიღონ მეტი დაკვეთები, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის ფარგლებში მომზადდება საავტორო მუსიკის შემქმნელი სამი ბენდის მარკეტინგული კონცეფცია, თითოეული ბენდისთვის დამზადდება ვებ-გვერდი და ვიდეორგოლები სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცისთვის, შეიქმნება ბრენდ ბუქი და პორტფოლიო, მაღალი ხარისხით სტუდიურად ჩაიწერება ბენდების სიმღერები. პარალელურად დაფინანსდება აფიშების, პოსტერების დიზაინის შექმნა და სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანია. ასევე ბენდები გამართავენ კონცერტებს ქობულეთში, ბათუმსა და გონიო-კვარიათში. პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენდებია: The Nemo, Groovephonics და Asea Sool. პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარკვებული კომპანია შპს „EREDELis Art". (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)