00:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 16:19:49, 1495 ნახვა

მსოფლიო
სირიელ ამბოხებულთა დაჯგუფებამ ბავშვს თავი მოკვეთა

სირიელ ამბოხებულთა დაჯგუფებამ ბავშვს თავი მოკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ბიჭი პალესტინურ-სირიული  დაჯგუფების „ ალ-ქუდსის ბრიგადის“ შემადგენლობაში იყო და სირიის სამთავრობო შენაერთების მხარეს იბრძოდა.

ინტერნეტში მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ჩანაწერში ჩანს, რომ პიკაპის ტიპის ავტომობილში 5 მამაკაცი ზის, მათ ბიჭუნა ჰყავთ დატყვევებული, რომელიც 12 წლის იყო.

ერთ-ერთი მამაკაცი ამბობს: “ალ-ქუდსის ბრიგადას” არ ჰყავს მამაკაცები, რადგან ისინი ბავშვებს გვიგზავნიან”. „აი რა მოუვა შენს ლეკვებს, ბაშარ,“ - მიმართავენ ვიდეორგოლში სირიის პრეზიდენტს. ამის შემდეგ კი ბავშვს თავს კვეთენ.

BBC-ის ინფორმაციით, ბავშვი ალეპოს მახლობლად ადგილობრივი ამბოხებულების მოძრაობამ "ნურ ალ-დინ ალ-ზინკიმ" დააკავა.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული დაჯგუფება გასული წლის სექტემბრამდე აშშ-სგან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას იღებდა.  დაუადასტურებელი ცნობით, მოძრაობის სპონსორებს შორის ასევე თურქეთი, ყატარი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იყვნენ.

მოგვიანებით მედიაში მოძრაობა "ნურ ალ-დინ ალ-ზინკის" ლიდერების განცხადება გავრცელდა, სადაც ისინი ბავშვის მკვლელობას გმობენ და პირობას დებენ, რომ მომხდარს გამოიძიებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics