|
2016-07-19 15:20:13, 1011 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების მინისტრთან ერთად თანამშრომლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, გიორგი თავამაიშვილან ერთად, სამინისიტროს საკონფერენციო დარბაზში თანამშრომლებს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი თავამაიშვილმა დამსწრე საზოგადოებას და მთავრობის ხელმძღვანელს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ 2012 წლიდან დღემდე განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის,კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მიმართულებით. მათივე ცნობით, მინისტრის გამოსვლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა სამინისტროს თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის თითეულ მათგანს და დასძინა, რომ სამინისტროს მიერ 2012 წლიდან განხორციელებული პროექტები რეგიონის განვითარებისკენ იყო მიმართული, რამაც რეგიონის ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე გაზარდა და ხელი შეუწყო ტურისტების რაოდენობის ზრდას. „ჩემი ყაზახეთში ელჩად ყოფნის პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტი მინახავს რეგიონის ცნობადობის ამაღლების კუთხით განხორციელებული. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ერთად და დაუღალავად უნდა ვიზრუნოთ რეგიონის განვითარებისთვის, რადგან გვაქვს გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ აჭარა იყოს წარმატებული რეგიონი ყველა სტრატეგიული მიმართულებით. მჯერა თქვენი შემართების და პროფესიონალიზმის, რაზე დაყრდნობითაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობა გამართულად იმუშავებს და ყველა გამოწვევის მოგვარებას მიუდგება კონცეპტუალური ხედვით"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)