2016-07-19 15:07:02, 675 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამანქანო გზისა და საფეხმავლო ტროტუარების დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი.
მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, 2400 კვ. მ ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, საფეხმავლო ტროტუარები მოასფალტდება და მოეწყობა ბეტონის ბორდიური.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N34-სა და სამტრედიის ქუჩა N51-თან, ასევე დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-11, მე-5ა და ბ კორპუსებთან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან