|
2016-07-19 12:54:26, 1462 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისარი: ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს მიმდინარე წელს სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს
ევროკომისარ გიუნტერ ეტინგერის განცხადებით, ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს მიმდინარე წელს სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ეტინგერის თქმით, ევროპარლამენტი თურქეთის ვიზალიბერალიზაციის ინიციატივას განიხილავს. "თურქეთის ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას ამჟამად ევროპარლამენტი განიხილას. თუმცა მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რეგულაციას მიმდინარე წლის ბოლომდე არ მივიღებთ”, - განაცხადა ციფრული ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა ეტინგერმა. თურქეთისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას ანკარასა და ბრიუსელს შორის მარტში გაფორმებული მიგრაციული შეთანხმება ითვალისწინებს. ევროკომისარმა ანკარაში ადამიანების უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ შექმნილი ვითარება გააკრიტიკა. "შეუძლებელია, რომ თანამდბეობიდან გათავისუფლდეს ათასობით მოსამართლე, რომელიც მთავრობას არ მოსწონს. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი შენაძენია", - აღნიშნა ეტინგერმა. ამასთან, ეტინგერი მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა ევროპულ ღირებულებებთან შუთავსებელია. "სიკვდილით დასჯა შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან და ჩვენს ხელშეკრულებებთან. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუკი ის სიკვდილით დასჯას იყენებს", - აღნიშნა ევროკომისარმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)