|
2016-07-19 11:57:25, 923 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას გაეცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეწვია და უწყების საქმიანობას გაეცნო. თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან. „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული უწყებაა და მას გამართული მენეჯმენტი ჰყავს. ვიცი, რომ სამინისტრო რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ამ დღეებში ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინე თქვენი მისამართით, რითაც ძალიან მოხარული ვარ. მადლობას გიხდით განვლილი საქმიანობისთვის და მომავალში კიდევ მეტ წარმატებას მივაღწევთ“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დეპარტამენტებში გადაინაცვლა, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო. „ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს და მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებულებას ბოლომდე მივიყვანთ. აგვისტოს თვიდან აქტიურად დავიწყებთ მუშაობს 2017 წლის პროგრამების შემუშავებაზე, მოხდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ასახული იქნება მომავალი წლის პროექტებში. სამინისტრო, საბოლო გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს“, - განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)