16:58 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 11:49:49, 546 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტსა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრები თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
 
ტრენინგს ის ოპერატორები ესწრებოდნენ, რომლებიც მოქალაქეებს საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით ემსახურებიან. სულ მასში მონაწილეობა 40-მდე თანამშრომელმა მიიღო. ტრენინგს საჯარო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
 
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომლის შედეგადაც მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებული ბარიერები მოიხსნება და იგი მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება.  ცვლილება იმ სირთულეებს აღმოფხვრის, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან და,  უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან ერთად, მესაკუთრის უფლებებსაც დაიცავს.  კანონპროექტების ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
 
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი ახალ ფუნქციას იძენს და   რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. ამიეირდან იგი მოქალაქეს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაშიც დაეხმარება. შესაბამისად, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომლების გადამზადებას მოქალაქეებისთვის ამომწურავი კონსულტაციის გაწევისა და პროექტის წარმატებით განხორცილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.


 (NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics