|
2016-07-19 10:27:42, 628 ნახვა
სამხედრო
ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისია ოფიციალურად დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ჯგუფი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართულ ხუთეულს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დახვდა. მან აფრიკის კონტინენტიდან დაბრუნებულ სამშვიდობოებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დასრულდა ევროკავშირის მისია, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი ჯგუფი მონაწილეობდა. ეს ჯგუფი სწრაფი რეაგირების ამოცანას ასრულებდა. ჩვენი ბიჭები ევროკავშირის მრჩევლების უსაფრთხოებას იცავდნენ და მაღალ დონეზე შეასრულეს დაკისრებული ამოცანები. დღეს მშვიდობით დაბრუნდნენ საქართველოში. მათ ევროკავშირის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს. ჩვენ უკვე ვემზადებით ევროკავშირის ახალი მრჩეველთა მისიისთვის, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში დაიწყება“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ. ქართულმა სწრაფი რეაგირების ხუთეულმა სამხედრო-მრჩეველთა მისია მიმდინარე წლის 12 აპრილიდან 11 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეასრულა. ეს უკვე მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) იყო ჩართული. სამხედრო-მრჩეველთა მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო და მიმდინარე წლის 16 ივლისს ოფიციალურად დასრულდა. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამხედროებს მისიის წარმატებით დასრულება ფრანგმა ბრიგადის გენერალმა დომინიკ ლოჟელმა მიულოცა და საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლობის სახელით ევროკავშირის მედალი „EUMAM RCA“ გადასცა. ევროკავშირის ეგიდით ცარ-ში წარმოებული სამშვიდობო ოპერაცია ადგილობრივი მთავრობის დახმარებას და მათთვის უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ადგილობრივი სამხედრო ძალების რეორგანიზაციაში მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეულის მთავარი ამოცანა მაღალი რანგის პირების ესკორტირება და დაცვის უზრუნველყოფა იყო.
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)