23:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 15:58:55, 1602 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კერი: თურქეთისგან გიულენის ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია

ვაშინგტონს  თურქეთისგან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია, - ამის შესახებ ტელეკომპანია NBC აშშ-ის სახელმწიფო მდივანზე ჯონ კერიზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება იუწყება, ჯონ კერის განცხადებით, გიულენის ექსტრადირებისთვის ანკარამ  მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

მისივე თქმით, აშშ-ს შესაბამისი მტკიცებულებები ჯერ არ გააჩნია.

“ამ ეტაპზე მე მტკიცებულებები არ გამაჩნია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში მე ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრს სამჯერ  ვესაუბრე. მე მოვუწოდე მას, შეაგროვონ მტკიცებულებები რაც შეიძლება მალე და წარმოგვიდგინონ პირდაპირი არხებით. მე პირობა დავდე, რომ ექსტრადირების შესახებ ხელშეკრულების, ჩვენი კანონიერი პროცესისა და სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ შევაფასებთ, არის თუ არა მტკიცებულებები ექტსრადირებისთვის საკმარისი. მათ ასევე ექსტრადირება ფორმალურად, კანონმდებლობის თანახმად უნდა მოითხოვონ, რაც მათ ჯერ არ გაუკეთებიათ”, - განაცხადა ჯონ კერიმ.

ცნობისთვის, ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს. თურქეთის ხელისუფლება მას 16 ივლისის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას აშშ-სგან გიულენის ექსტრადირება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რასაც 290-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,1 400 -ზე მეტი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics