|
2016-07-18 14:33:23, 1764 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის პოლიციის უფროსმა ქალაქის თავზე ვერტმფრენების გაფრთხილების გარეშე ჩამოგდების განკარგულება გასცა
სტამბოლის პოლიციის უფროსმა ქალაქის თავზე ვერტმფრენების გაფრთხილების გარეშე ჩამოგდების განკარგულება გასცა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა გაფრთხილების გარეშე უნდა ჩამოაგდონ ნებისმიერი ვერთმფრენი, რომელიც ქალაქის ტავზე ნებართვის გარეშე იფრენს. როგორც სააგენტო წერს, სტამბოლში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა რეგიონებიდან 1 800 სპეცრაზმელი ჩაიყვანეს. პოლიციის დამატებითი ძალები თურქეთის უმსხვილესი ქალაქის ქუჩებში პატრულირებენ. განსაკუთრებულად გაძლიერებულია სტამბოლში მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. ცნობისთვის, ამბოხებულებმა რამდენიმე ვერტმფრენის გატაცება შეძლეს, ორი მათგანი ანკარას თავზე ჩამოაგდეს, კიდევ ერთით კი 8 სამხედრომ საბერძნეთში გაქცევა შეძლო, სადაც ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 6 000 ადამიანი დააკავეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)