|
2016-07-18 11:35:28, 917 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ყოფილ პატიმართა მონაწილეობით, ოთხთა ტურნირი გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ორგანიზებით, ბათუმში, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით ოთხთა ტურნირი გაიმართა. ამხანაგურ მატჩებში ერთმანეთს ადგილორბივი თვითმმართველობის გუნდები და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები - ყოფილი პატიმრები - დაუპირისპირდნენ. ცენტრის ინფორმაციით, მატჩები ბათუმის ბულვარის სტადიონზე გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს მედლები და თასები გადაეცათ. ოთხთა ტურნირში მონაწილეობდნენ: სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი"; ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი; აჭარის პრობაციის ბიუროს; აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. ამხანაგურ ტურნირში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის გუნდმა გაიმარჯვა. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას", რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)