17:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 10:05:42, 573 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ყვარლის სასწავლო ცენტრს ესტუმრა. თეა წულუკიანი საზაფხულო სკოლისმონაწილეებს შეხვდა. 

უწყების ინფორმაციით, საზაფხულო სკოლა იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ახალი პროექტია, რომელშიც საჯარო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობენ. მისი მიზანია, გააცნოს ახალგაზრდებს საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპები; დაეხმაროს მათ სამოქალაქო ღირებულებების გააზრებაში; შეუქმნას წარმოდგენა და ინტერესი საჯარო მმართველობის მიმართ; გაუჩინოს სურვილი, მიიღონ უმაღლესი განათლება საჯარო მმართველობის მიმართულებით.

სწავლების თემა საჯარო მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებია, კერძოდ კი, სახელმწიფო ინსტიტუტების დანიშნულება და მათი როლი;  სახელმწიფოს შექმნის ფსიქოლოგიური საფუძვლები; ადამიანი როგორც პიროვნება და მოქალაქე; მოქალაქის როლი საჯარო მმართველობის ყოველ ეტაპზე და სხვ.

პროგრამისთვის 39 მოსწავლე მათემატიკური ტურის შედეგებით შეირჩა. ტური საქართველოს 5 ქალაქში − თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში − ერთდროულად ჩატარდა, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებისთვის კი, ყვარლის სასწავლო ცენტრში ტრენინგი დაიგეგმა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში მოზარდებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. ყვარლის სასწავლო კომპლექსის ინფრასტრუქტურა, უახლესი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, ბუნებრივი გარემო საზაფხულო სკოლას მათთვის დაუვიწყარს გახდის. გარდა საინტერესო და ორიგინალური სასწავლო გეგმისა, ხელმძღვანელებმა გუნდის ფორმირების სპეციალური პროგრამა შეარჩიეს, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს სწავლების პროცესში, ხელს შეუწყობს მათში გუნდური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სასიამოვნოს გახდის სწავლების პროცესს. პროექტის დასრულების შემდეგ ტრენინგის ყველა მონაწილესიუსტიციის სასწავლო ცენტრი სპეციალურ სერტიფიკატს გადასცემს. 

საზაფხულო სკოლის პროექტი  საქართველოშიევროკავშირის წარმომადგენლობის, ინოვაციებისა და რეფორმების  ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics