15:32 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-17 11:43:24, 715 ნახვა

საზოგადოება
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს 22:00 საათიდან 18 აგვისტომდე შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  დღეს 22:00 საათიდან 18 აგვისტომდე შეიზღუდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩა  კიტა აბაშიძის ქუჩიდან ლევ ტოლსტოის ქუჩამდე  გადაიკეტება, ხოლო გოგიბერიძის ქუჩა ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი დარჩება.

შესაბამისად, 18 ივლისის 06:00 საათიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოძრავი N122 ავტობუსის  მარშრუტი შემდეგნაირად შეიცვლება: წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ავტობუსი აუხვევს კიტა აბაშიძის ქუჩაზე, საიდანაც გადავა ჩიტაიას ქუჩაზე და მაზნიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით გზას განაგრძობს დადგენილი სქემის მიხედვით. 

რაც შეეხება მიკროავტობუსებს,  წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაუხვევენ მარჯანიშვილზე, გაივლიან ჩუბინაშვილის, ჩიტაიასა და მაზნიაშვილის ქუჩებს, შევლენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგაც მოძრაობას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics