|
2016-07-17 10:36:36, 747 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ კატერინა მატერნოვასთან ერთად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვასთან ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „საწური“, „ნატურგიფტი“ და „ლურჯა 2015“ დაათვალიერა და აჭარის აგროსერვის ცენტრის მუშაობას გაეცნო. "აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობაში ევროკავშირის დახმარებას, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ხორციელდება უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული დახმარება მთლიანობაში 180 მლნ ევროს მოიცავს და 2013-2020 წლებზეა გათვალისწინებული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში „საწური“ 4 ფერმერია გაერთიანებული. მათ საკუთარი ვენახები აქვთ აჭარაში, კახეთსა და იმერეთში. კოოპერატივს „საწური“ ENPARD აჭარას საგრანტო პროექტის ფარგლებში ღვინის წარმოებისა და ბოთლებში ჩამოსხმისათვის აუცილებელი დანადგარები, უჟანგავი ლითონის ავზები და ჭურები გადაეცათ; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში „ნატურგიფტი“ 7 მეფუტკრეა გაერთიანებული და სასაქონლო თაფლის ცვილისა და დინდგელის წარმობის გარდა, დედაფუტკარი გამოჰყავთ სერიულად. კოოპერტივს ENPARD აჭარას საგრანტო პროექტის ფარგლებში ხელოვნური ფიჭის დამამზადებელი დანადგარი გადაეცა. ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ლურჯა-2015“ კუთვნილ ნაკვეთებზე უახლესი ტექნოლოგიის წვეთოვანი მორწყვის სიტემა და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებია დამონტაჟებული. პროექტის ფარგლებში პლანტაციების გასაშენებლად კოოპერატივს მარწყვისა და ჟოლოს ნერგებიც გადაეცა",-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უწყების ხელმძღვანელი და ევროკავშირის დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კოოპერატივების წევრებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)