2016-07-17 10:30:09, 699 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანიდან საქართველოში 30-მდე ერთეული კომბაინის შემოსვლის პროცესს დაესწრება
დღეს,17 ივლისს, 11:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანიდან საქართველოში 30-მდე ერთეული კომბაინის შემოსვლის პროცესს დაესწრება.
საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში თავთავიანი კულტურების მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფისთვის, აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ალოობის დასრულებამდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით დაეხმარება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან