2016-07-16 15:09:37, 1626 ნახვა
მსოფლიო
8 თურქი სამხედრო საბერძნეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
თურქეთში სამხედრო გადატრიალების 8 მონაწილე სამხედრო შვეულმფრენით საბერძნეთში გადაფრინდა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.
ამის შესახებ ბერძნული გამოცემა News247 იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, Black Hawk–ის ტიპის შვეულმფრენი ალექსანდრუპოლისის სამხედრო ბაზაზე დაეშვა. მის ბორტზე თურქი სამხედროები განმასხვავებელი ნიშნების გარეშე იმყოფებოდნენ.
საბერძნეთის პოლიციამ ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან