21:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 16:33:36, 1619 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში სამხედრო გადატრიალების გეგმა ჩაიშალა

თურქეთში სამხედო გადატრიალების გეგმა ჩაიშალა, - ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1 440 კი დაშავდა. სტამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2 839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელ Twitter-ში ჰეშტეგის #idamistiyorum (მე მინდა სიკვდილით დასჯა) პოპულარობა დიდი სისწრაფით იზრდება. აღნიშნული ჰეშტეგი Twitter-ის მომხმარებლებმა უკვე 55 000-ჯერ გამოიყენეს. თურქეთის მოქალაქეები ამბოხების მომწყობთა სიკვდილით დასჯას ითხოვენ.

მედიის ცნობით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების 8 მონაწილე სამხედრო შვეულმფრენით საბერძნეთში გადაფრინდა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. საბერძნეთის სამართალდამცველებმა კი საზღვრის უკანონო ქვეთის გამო დააპატიმრეს. 

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას კვლავ ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "გადატრიალების მცდელობები შესაძლოა, განმეორდეს".

ქვეყანაში ვითარებას ხელისუფლება სრულად აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. მეამბოხებმა ქალაქის 2 მთავარი ხიდი და ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს. 

მედიის ცნობით, თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მუსულმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics