2016-07-16 03:41:44, 1801 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანის მომხრეებმა ტელეარხ TRT-ს შენობიდან ამბოხებული სამხედროები გააძევეს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეებმა ტელეარხ TRT-ს შენობიდან ამბოხებული სამხედროები გააძევეს.
შენობაში შეკრებილი ხალხი ერდოღანის მხარდამჭერ შეძახილებს სკანდირებს.
შენობის შტურმისას ხალხმა ტყვედ მაღალი რანგის სამხედრო დააკავა.
TRT-ს მაუწყებლობა უახლოეს წუთებში აღდგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან