16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 22:18:35, 553 ნახვა

სპეციალური ანონსი
16 ივლისის სპეციალური ანონსი

16 ივლისს, 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ლევან ბეჟაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. 

16 ივლისს, 12:00 საათზე, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ბრიგადის დაარსებიდან 24 წლის იუბილე აღინიშნება. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას იუბილეს მიულოცავენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სხვა ოფიციალური პირები. 
მის.: ქ. სენაკი, II ქვეითი ბრიგადა

16 ივლისს, 13:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება შშმ მოზარდების მონაწილეობით: „დაიცავი ჩემი უფლებები“.

16 ივლისს, 15:00 საათზე, სპორტის სასახლეში “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” რიგით მეოთხე პარტიულ ყრილობას გამართავს. ყრილობაზე ირაკლი ალასანია პარტიის პირველ ათეულს, ოცეულს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

16 ივლისს, 19:00 საათზე, სალონ-რესტორანი “ZAZANOVA” დიზაინერ მაია არჩვაძის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. დიზაინერი შემოდგომაზე ყაზახეთში გასატან კოლექციაზე მუშაობს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სწორედ ასტანის კოლექციიდან იქნება. ბრენდი “Maia Arch”თბილისის პირველი ტრადიციული რეწვის და დიზაინის საერთაშორისო სამიტზეც იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 23-25 სექტემბერს ექსპოჯორჯია უმასპინძლებს. დიზაინერის აზრით საღამო “ZAZANOVA”-ში იქნება ერთგვარი შუალედური შედეგი ასტანის კოლექციისა, რომელზე მუშაობასაც ის განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ეკიდება. 
საღამოს განაგრძობს მუსიკალური ჯგუფი “ნალი”.
მისამართი: რევაზ ლაღიძის ქუჩა 2.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics