|
2015-03-04 23:29:02, 346 ნახვა
საზოგადოება
"ექსპრესნიუსი" ირაკლი გედენიძეზე თავდასხმის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს
ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსი" ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე განხორციელებული ვანდალური თავდასხმის, დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. " "ექსპრესნიუსი" გმობს მედიის წარმომადგენლებზე თავდასმხას, ამასთან მოუწოდებს სამართალდამცველებს, მოხდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ირაკლი გედენიძის თავდამსხმელის პასუხისგებაში მისაცემად. ამასთან სააგენტო, თხოვს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომელთა აქტივისტებიც ფოტორეპორტიორს თავს დაესხა, გაემიჯნონ პროცესს და საჯარო ბოდიში მოიხადონ. განცხადებას უერთდება ინტერნეტგამოეცმა "არგუმენტი" (www.argumenti.ge) დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის "შემოულაწუნე" კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, პარტია "რეფორმატორების" ლიდერის, ირაკლი ღლონტის თქმით კი, ის მომხდარი ინციდენტის საქმის კურსშია, თუმცა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. იგი მიმართავს შსს-ს, გაარკვიოს, მომხდარი ხომ არ არის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული ქმედება და დამნაშავე დაისაჯოს. "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)