2016-07-15 20:22:21, 805 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი-მახინჯაურის გვირაბთან ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
რამდენიმე წუთის წინ ბათუმი-მახინჯაურის გვირაბთან ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ექსპრენიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
ის ამ დროისთვის საავამდყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან