|
2015-03-04 21:57:58, 3826 ნახვა
Lifestyle
ეს გააკეთეს - ბნელმა ვანდალებმა, ქაჯებმა - კოკა ყანდიაშვილი ფოტორეპორტიორის ცემას ეხმაურება
"მოძველბიჭო" ელემენტები საქმეს ურჩევდნენ დასისხლიანებულ ჟურნალისტს. ეს გააკეთეს - ბნელმა ვანდალებმა, ქაჯებმა!!! ქალაქის ცენტრში, პოლიტიკოსების და გარკვეული საზოგადოების თანდასწრებით, " - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის სასტიკი ცემის ფაქტს. "დრო საზოგადიებისა და მედისს კონსოლიდაციისათვის! ირაკლი გედენიძეს (ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტს) პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაუმტვრიეს ფოტოკამერა და მერე კიდევ "მოძველბიჭო" ელემენტები საქმეს ურჩევდნენ დასისხლიანებულ ჟურნალისტს. ეს გააკეთეს - ბნელმა ვანდალებმა, ქაჯებმა!!! ქალაქის ცენტრში, პოლიტიკოსების და გარკვეული საზოგადოების თანდასწრებით! მინდა ვიკითხო - პოლიციელი რომ სცემოს ასე - ამ ქაჯმა? ან ექიმი - ოპერაციის დროს? ან მასწავლებელი გაკვეთილზე? ან მცხობელი თონეში? - როგორი რეაგირება ექნება საზოგადოებას, სამართალდამცავებს, მედიას? - ალბათ ყველა გაიკვირვებს, გაბრაზდება, დასჯას მოითხოვს. აი ჟურნალისტის ცემა კი - "ნორმალურია ერთგვარად". დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის "შემოულაწუნე" კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, პარტია "რეფორმატორების" ლიდერის, ირაკლი ღლონტის თქმით კი, ის მომხდარი ინციდენტის საქმის კურსშია, თუმცა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. იგი მიმართავს შსს-ს, გაარკვიოს, მომხდარი ხომ არ არის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული ქმედება და დამნაშავე დაისაჯოს. "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)