13:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 13:06:49, 700 ნახვა

საზოგადოება
დედაენის ბაღში მარი ფელისიტე ბროსეს ბიუსტი განთავსდა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ცნობილი ქართველოლოგის მარი ფელისიტე ბროსეს  ბიუსტი გახსნა. ცნობილი ფრანგი ენათმეცნიერის ბიუსტი დედაენის ბაღში განთავსდა.  მისულ სტუმრებს, თბილისის მერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს. 

დავით ნარმანიას თქმით, მარი ბროსეს ბიუსტი განახლებული ფორმით არის გაკეთებული.

“მარი ბროსეს ღვაწლი ჩვენს ქალაქთან და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში დიდია, როგორც კულტურულ ასევე საგანმანათლებლო სფეროში. მას უკავშირდება ძალიან ბევრი კარგი საქმე.   ჩვენი თაობები დღემდე სარგებლობენ მისი შემოქმედებით. სწორედ ამიტომ, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად,  ჩვენ გადავწყვიტეთ ბიუსტის გაკეთება დედაენის ბაღში“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მარი ბროსეს ბიუსტი წლების განმავლობაში  თბილისის ერთ-ერთ სკვერში იყო განთავსებული. 2004 წელს ქანდაკება მოიპარეს. ბროსეს ბიუსტის აღდგენა ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი  ყალიბის გამოყენებით მოხდა.  

მარი ფელისიტე ბროსეს ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. მან შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. 

1838 წელს მარი ბროსე პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. 1847-1848 წლებში ბროსემ იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა (1849-1851). 

დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. მარი ბროსემ გამოაქვეყნა ნაშრომი ქართული "რაინდული რომანის" თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა "ვეფხისტყაოსანი".

მარი ბროსეს ბიუსტის გახსნას მისი შთამომავლებიც დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics