13:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 11:52:56, 593 ნახვა

საზოგადოება
ამ დროის მონაცემებით, ნიცაში დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოსთვის ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საკონსულოში 24 საათიანი ცხელი ხაზია ამოქმედებული (+33 7 83 31 86 89).

"ცხელი ხაზია ამოქმედებული, რომელზეც ნებისმიერ მოქალაქეს ვინც ნიცაში იმყოფება ან აქვს ინფორმაცია ახლობლების შესახებ შეუძლია საკონსულოს დაუკავშირდეს", - აცხადებენ უწყებაში.

საგარაო უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო თავად დაუკავშირდა იმ ქართველებს, რომლებიც მათი ინფორმაციით ნიცაში იმყოფებიან.

როგორც მოქალაქეებმა განაცხადეს ისინი უსაფრთხო არიან. საქართველოს საკონსულო საფრანგეთის სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია.  მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics