|
2016-07-15 03:47:03, 1410 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს სატვირთოს მძღოლი მოკლეს, ავტომობოლში კი ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინეს
სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელმაც ნიცაში ტერორისტული აქტი მოაწყო, რამდენიმე წუთის წინ, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს. როგორც ფრანგული მედია იუწყება, პოლიციამ სატვირთო ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინა. წინასწარი ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი 100 კმ/საათი სიჩქარით მოძრაობდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა მანამდე დიდი სისწრაფით მოდიოდა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანები გაეტანა. შეგახსენებთ, ნიცაში, საფრანგეთში ხალხმრავალ ადგილას სატვირთო ავტომობილი შევარდა. როგორც ცნობილი ხდება, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ და გარეთ ფოიერვერკების შოუს სანახავად იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც მოულოდნელად ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 73 ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)