16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 22:39:07, 600 ნახვა

სპეციალური ანონსი
15 ივლისის სპეციალური ანონსი

15 ივლისს, 10.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები დაიწყება. 

15 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.
თემა: „შეზღუდული შესაძლებლობა, შესაძლებლობის საზღვრები, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ კრიზისში მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანამშრომლობის პროცესში“.

15 ივლისს, 10:30 საათზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრება.

15 ივლისს, 11:00 საათზე, დედაენის ბაღში ცნობილი ფრანგი ქართველოლოგის, მარი ბროსეს ბიუსტი გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერი, ასევე თბილისის საკრებულოს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრებიან. 
საკონტაქტო პირი ნუცა აბაშიძე - 599 72 10 10

15 ივლისს, 11:00 საათზე, დევნილთა ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: „აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება და მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა; ე.წ. რჩეულიშვილების საქმე და „ცენტრ-პოინტის“ ურთიერთობა დევნილთა სამინისტროსთან”.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

15 ივლისს, 12:00 საათზე, ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. 
"თბილისი მერიოტი" დარბაზი სანადიმო.

15 ივლისს, 13.00 საათზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი, რიგით მე-14 რაიონული სამსახური გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.
მის: ვარკეთილი-3, მე-4 მიკრორაიონისა და თბილისის ზღვასთან მდებარე ჰუალინგის ცენტრს შორის მდებარე ტერიტორია. 
საკონტაქტო პირი თამარ მჭედლიშვილი - 577 72 02 29

15 ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, კომპანია „ბილაინთან“ ერთად, პროექტ „განავითარე ბიზნესის“ შედეგების დასკვნით კონფერენციას გამართავს. 
მის.: 26 მაისის მოედანი #1 
საკონტაქტო ტელ: 599 85 34 00

15 ივლისს 14:00 საათზე, სასტუმრო ”ბეტსში" ”სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" ”თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის" პროექტის დახურვის ღონისძიებას გამართავს. 
მის.: მაყაშვილის ქ. #32/34
საკონტაქტო პირი თამარ ქარელი - 598 75 77 01

15 ივლისს, 14:15 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მაღალმთიანი აჭარის რეგიონის პედაგოგებს შეხვდება.
მის.: ქ. ბათუმი, № 25-ე სკოლა (ყოფილი კახაბრის პირველი სკოლა)

15 ივლისს, 15:00 საათზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ამომრჩეველთა შესახებ განახლებულ მონაცემებს გადასცემს. 
მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

15 ივლისს, 16:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი (ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გაიხსნება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი დაესწრებიან. 
მის.: საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კილომეტრი (ბაშის კვანძი)

15 ივლისს, 17:00 საათზე, "ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის” ხელმძღვანელი, თსუ-ის პროფესორი არსენ გვენეტაძე ლექცია-კონფერენციას, თემაზე - ”ადენომიოზი - გამოწვევა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში“ გამართავს.
მის.: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, I სართული, N107აუდიტორია.

15 ივლისს, 18:00 საათზე, ”თიბისი არტ გალერეა” გამოფენას „ჩემი სახლი 2“ უმასპინძლებს.
„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა (მე-4 სართული)

15 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზში, ღონისძიება სახელწოდებით - “ჩვენ გვაერთიანებს აფხაზეთი“ გაიმართება, რომლის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი „ერთად”.

15 ივლისს, 19:00 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 47-ე თეატრალურ სეზონს დახურავს. 

15 ივლისს, 19:00 საათზე, საზოგადოებრივი კავშირი „გუდაუთელის“ ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში „გუდაუთელის“ საეთო კრება გაიმართება.
საკონტაქტო პირი ნათია გოგუაძე 595 30 05 19





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics