13:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 18:05:41, 638 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე დევნილებისათვის მიწის იჯარით აღების შესაძლებლობების გაზრდის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე  „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მიწის იჯარით აღების შესაძლებლობების გაზრდის პილოტირების“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით,  დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრს - „აფხაზეთს“ მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, მხარში დგომისთვის და სამინისტროს ბენეფიციარების საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო მიესალმება იმ ფაქტს, რომ საპილოტე პროექტი დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ითვალისწინებდა მათთვის შემოსავლის წყაროების გაჩენას, რაც სრულ თანხვედრაშია სამინისტროს ხედვასთან, რომ დევნილებს საცხოვრებელთან ერთად მისცეს შემოსავლის წყაროების გაჩენის შესაძლებლობები.

„ჩვენი მთავარი მიზანია დაბრუნებამდე  დევნილები ღირსეული საცხოვრისით ვუზრუნველვყოთ, გავზარდოთ მათი თვითკმარობა და ფინანსური დამოუკიდებლობა.  მჯერა, რომ ეს პროექტი დევნილ ბენეფიციარებს მნიშვნელოვნად დაეხმარება თვითრეალიზებაში, საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანაში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით დევნილთა საარსებო წყაროების ხელშემწყობი პროექტები კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

პროექტის ფარგლებში დევნილებმა მიიღეს ინფორმაცია მიწის რეგისტრაციისა და იჯარის შესახებ, ჩატარდა ტრენინგი და დარიგდა დაახლოებით 1 000 თემატური ბროშურა გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 7 სოფელში.

პროექტის დახმარებით 14-მა დევნილმა გააფორმა იჯარის ხელშეკრულება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics