08:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 12:43:39, 717 ნახვა

პოლიტიკა
მოროშკინა: „ოცნების“ მთავარი მესიჯი იყო, რომ საქართველოში განათლებამიღებულების პერსპექტივა, მაქსიმუმ, ბარმენობაა

პოლიტიკური პარტიის „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის ლალი მოროშკინას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ადგილობრივი საუნივერსიტეტო სწავლება დაასამაროს.

როგორც მოროშკინამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინ, საგურამოში გამართულ ღონისძიებაზე, „ქართულმა ოცნებამ“ წყალგამყოფი ხაზი გაავლო, რომლის ერთ მხარეს მთელი საქართველო, მეორე მხარეს კი, პრემიერისგან და ამერიკისგან დამოძღვრილი 16 ახალგაზრდა აღმოჩნდა.

მისივე თქმით, გუშინდელი ყრილობის მთავარი მესიჯი იყო, რომ „საქართველოში განათლებამიღებული ახალგაზრდების პერსპექტივა, მაქსიმუმ, ბარმენად მუშაობაა“.

 „როდესაც ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ადიხარ განათლებაზე სასაუბროდ, უნდა გახსოვდეს, რომ ილია თერგდალეული იყო, ხოლო საქართველოს ინტელიგენციის უმეტესობას განათლება რუსეთში ქონდა მიღებული. თუმცა, ქართული უნივერსიტეტები შესაბამის განათლებას ყოველთვის იძლეოდნენ. თუ საქართველოში რამე მომხდარა, ეს იყო უნივერსიტეტიდან წამოსული. მათ შორის, 9-წლიანი რეჟიმის დამხობაც. უნივერსიტეტელი ყოველთვის ითვლებოდა საამაყო სიტყვად. ძალიან ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დაასამაროს ქართული უნივერსიტეტული სწავლება. იმის ნაცვლად, რომ ქართულ უნივერსიტეტებში მყოფი ახალგაზრდებისთვის სტიმული მიგვეცა, როგორიც, მაგალითად, ჩემი შვილია, რომელიც გუშინდელის მერე შეურაცხყოფილი იყო. მე რამოდენიმე უნივერსიტეტში ვასწავლი და მინდა გითხრათ, რომ პერსპექტიული, ოქროს ახალგაზრდობა გყვავს. ამ ახალგაზრდების დაკარგვა ნიშნავს, რომ საქართველო გადააკეთო ამერიკის შ.პ.ს.-დ, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ახალგაზრდებს. ჩვენთან რომ ვეფხისტყაოსანი იწერებოდა, ამერიკა საერთოდ არ არსებობდა. გუშინ წყალგამყოფი გაიდო, სადაც ერთ მხარეს აღმოჩნდა მთელი საქართველო და მეორე მხარს 16 პრემიერისგან და ამერიკისგან დამოძღვრილი ახალგაზრდა, რომელიც 9 ოქტომბერს არავის ეხსომება. მეც ამერიკაში მაქვს განათლება მიღებული, ჩემი ოჯახი სრული შემადგენლობით ცხოვრობს შვეიცარიასა და საფრანგეთში, ჩემი ორი ღვიძლი საკმაოდ მაღალ თანმდებობებზე მუშაობს „იუნესკოსა“ და „მსოფლიო ბანკში“, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კურსი. თუ ამაზე არ ვიქნებით ორიენტირებული და საქართველოში განათლებამიღებულ ახალგაზრდობას სტიმულს არ მივცეთ, საქართველო ბარმენების ქვეყანად იქცევა. გუშინდელი „ოცნების“ ყრილობის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ საქართველოში განათლებამიღებული ახალგაზრდების პერსპექტივა მაქსიმუმ ბარმენად მუშაობაა. მე ბარმენებს არაფერს ვერჩი, მაგრამ უნივერსიტეტდამთავრებულ ახალგაზრდას სხვა ამბიციები გააჩნია“, - განაცხადა მოროშკინამ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ახალი სახეების წარდგენით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მისცა.

„ის ადამიანები ვინც მმართველმა გუნდმა წარადგინა და მათი ფასეულობები, აბსოლუტურად უცნობია. მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენ ბიჭებს ვასაფლავებდით, ციხეში პატიმრებს აწამებდნენ, იგივე გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის საქმე, ამ ახალმა სახეებმა ამ ყველაფრის შესახებ არ იცოდნენ . მათ არ ტკივათ ისე, როგორც ეს ჩვენ გვტკივა. მე ძალიან მიყვარს ახალგაზრდები, მაგრამ მათ ერის სატკივარი უნდა მიიღონ. მშიერი და გამძღარი ერთმანეთს ვერ გაუგებენ. შენ ვერ გაიგებ ერის სატკივარს თუ მხოლოდ საშობაოდ ჩამოდიხარ და გალამაზებულ თბილისს ხედავ, რომლის მიღმაც ათასობით ნაწამები სულია. მე ამ 16-ვე ახალგაზრდას ვუსურვებ წარმატებას, მაგრამ არა როგორც მმართველი გუნდის წევრებს. ამიტომ, მე მაქვს პრეტენზია, რომ სათავეში მოვიდეს ის ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ - პირველ რიგში სამართლიანობა უნდა აღდგეს“, - განაცხადა მოროშკინამ და მისი პარტიის მთავარ მესიჯებზე ისაუბრა.

„ჩვენი პარტიის მთავარი მესიჯია ქართული ტრადიციების გაძლიერება, დიალოგის განახლება რუსეთთან, სამართლიანობის აღდგენა, „ნაციონალი მოძრაობის“ დასჯა. ახალი უსუსური სიის გამოცხადებით, „ოცნებამ“ საშუალება მისცა „ნაციონალურ“ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების. ამიტომ, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და არ დავუშვებთ, რომ „ნაციონალები კვლავ დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში“, - აცხადებს ლალი მოროშკინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics