|
2016-07-14 10:50:18, 673 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“: ავთანდილ მარგიანი საგურამოში ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა
საგურამოში გამართულ ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ შორის, ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა ავთანდილ მარგიანიც. „გუშინ, საგურამოში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა. პოლიტიკოსებთან ერთად, პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან. აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" და მისი განახლებული შემადგენლობისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. მათ შორის, ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა ბატონი ავთანდილ მარგიანი. მის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებიც ცხადია არ შეესაბამება რეალობას და ის ნამდვილად არავითარ კავშირში არ არის "ქართულ ოცნებასთან", როგორც ჩანს ბატონი ავთანდილის განცხადება, უბრალოდ მის სპეციფიურ იუმორთან იყო დაკავშირებული“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)