13:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 18:03:39, 615 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლში მიგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის იუსტიციის სახლში 13 ივლისს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის რიგით მე-17 პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
 
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე  ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიგრაციის სფეროში გრძელვადიანი ამოცანების შესრულების მდგომარეობა განიხილეს. გარდა ამისა, სხდომის მონაწილე მხარეებმა კომისიის ფარგლებში მოქმედი და ახლად ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფების მიერ ბოლო სამი თვის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. 
 
აღსანიშნავია, რომ მიგრაციის კომისიის ფარგლებში შემუშავდა მიგრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც გასული წლის დეკემბერში დადებითად შეფასდა ევროკომისიის მიერ და ევროკავშირთან  უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ მომზადებულ დასკვნაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. 

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია 2010 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ის  მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისია 13 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics